კომპანიის რესურსები

/კომპანიის შესახებ

კომპანიის რესურსები

კომპანია ფლობს 300 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის აუზში, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების სოფლების - ზანათისა და ნოსირის ტერიტორიებზე, მდინარეების აბაშის წყლის და ტეხურას შესართავთან.

სავარგული მდებარეობს ზღვის დონიდან 30 მ-ზე. პოტენციურად ასათვისებელი, მიმდებარე მიწების რაოდენობა იძლევა საშუალებას, ბრინჯის სათესი ტერიტორია გაიზარდოს 3 000–დან 20 000 ჰექტარამდე.

კომპანიის მფლობელობაშია ათ ერთეულზე მეტი სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ტრაქტორებისა და კომბაინის ჩათვლით.

რეგიონისთვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა 14°, იანვრის _4,9°. ივლისის 24,9º. აბსოლუტური მინიმუმი _19º, აბსოლუტური მაქსიმუმი 39º°. ნალექები 1622 მმ. წელიწადში, ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ქარები მუსონურია. ხშირია ფითნები და ბრიზები.

ტერიტორიაზე გავრცელებულია ალუვიური მაძღარი ნიადაგი. ნიადაგის PH ოპტიმალურია სიმინდის, სოიას და ბრინჯის კულტურებისათვის (ფაქტიურად მერყეობს ნეიტრალურის ფარგლებში).