ეკოლოგია

/ის რაც არ ეხება უშუალოდ საქმიანობას

ის, რაც არ ეხება უშუალოდ საქმიანობას:

ტერიტორია, რომლის გეოგრაფიასაც მოიცავს კომპანიის ბიზნესსაქმიანობა, იძლევა გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალებას. კომპანია გეგმავს მრავალპროფილიანი რეკრეაციული ჩანართების შექმნას. იგულისხმება ენდემური და არატრადიციული (ეგზოტიკურიც კი) მწვანე მასივების ორგანიზება, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ეკოსისტემის ფორმირებას.
ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ტყის მასივიდან რეალურია ცხოველთა მიგრაცია, რომელთათვისაც საარსებო გარემოს უზრუნველყოფას ასევე კომპანია ითავებს.
ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. ნამდინარევი, რომელმაც წარმოქმნა მცირე ზომის ტბა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, რეკრეაციული დატვირთვით, შესაძლებელია მონადირეებისთვის და მეთევზეებისთვის გარკვეული პირობების შექმნაც.
ეს არის მიზნის სქემატური ფორმულირება. საქმიანობა გააჩენს ინიციატივებს და გამოკვეთს რესურსს.
  • ერთ–ერთი ინიციატივა კონტექსტიდან:
    კომპანიის ხელმძღვანელი ჯგუფი იმუშავებს აუთენტური ქართული ჯიშის ფრინველის, კოლხური ხოხობის გავრცელების მიმართულებით. ეს ჯიში გაქრობის მუქარის ქვეშაა.

    კოლხური ხოხობი

    კოლხური ხოხობი - ერთადერთი სუფთა ქართული წარმოშობის ფრინველი. ამ განაცხადს მითოლოგიურ–ლირიული დადასტურებაც აქვს. ლეგენდა არგონავტებზე გვიამბობს, რომ კოლხური ხოხობი, ოქროს საწმისთან ერთად, საქართველოდან გაიყვანეს და გაამრავლეს არგონავტებმა.
    მის აბორიგენობას ადასტურებს სახელი _ ხოხობს ყველა ევროპულ ენაზე მოიხსენიებენ, როგორც ფაზანს. ეთნოგრაფები ხედავენ კავშირს ტერმინთან ფაზისი ანუ კოლხი.
    ინფორმაციისთვის: თურქეთში, ქალაქ სამსუნში, აღიმართა კოლხური ხოხბის ძეგლი პრეტენზიით, რომ ეს ფრინველი ამ ქალაქის შემოგარენის მკვიდრია.
  • კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus), (Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლის - 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ან მცირეთოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ხოხობი გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებით და ბალახით, მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთხვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, ძირითადად სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით.
    სასარგებლო ფრინველია.
    არსებობს კონკრეტული მონახაზი, თუ როგორ უნდა მოხდეს კოლხური ხოხობის გამრავლებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ეს, გარკვეულწილად განიხილება ბიზნესგეგმის ლირიულ დანამატად.

    პროცესი

  • კომპანიამ მიმართა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თხოვნით, გაუწიოს ორგანიზება ტერიტორიაზე არსებული ტყის ზოლის შესანარჩუნებლად აუცილებელ გარემოსდაცვით საქმიანობას.
  • ეკოლოგია

    /ის რაც არ ეხება უშუალოდ საქმიანობას

    .